
ავტომობილის ცუდი ტარების მიზეზად სახელდება გენების
დეფექტური მიმდევრობა. ასეთ დასკვნებს აკეთებენ ამერიკის ირვაინის უნივერსიტეტის მეცნიერები, (კალიფორნიის შტატი) რომლებიც იკვლევდნენ გენების კომბინაციის ზეგავლენას ადამიანის
ქცევაზე.
(სააგენტო Bester
News со, ჟურნალ Cerebral Cortex–ზე დაყრდნობით
)
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამერიკაში ყოველი 10 დან
3 ადამიანს, გენების მწკრივი ერთნაირი მიმდევრობით
აქვთ წარმოდგენილი.ეს მონაცემები ნეგატიურად აისახება უჯრედების ცილებით კვებაზე,
რაც თავისმხრივ მეხსიერებასა და კოორდინაციაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ამის შედეგად ამერიკელთა თითქმის მესამედი გაცილებით ცუდად მართავს ავტომობილს ვიდრე
დანარჩენი.
ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლათ ერთერთმა მეცნიერმა სტივენ
კრამერმა ექსპერიმენტში ჩართო 29 ადამიანი, რომელთაგან 22–ს ნორმალური გენური მწკრივი
ჰქონდა, ხოლო 7–ს არასწორი. მონაწილეებმა გაიარეს ტესტი ავტოსიმულატორზე, ისეთივეზე,
როგორიც გამოიყენება მართვის მოწმობის გამოცდის გავლისას. ყველა მათგანმა გაიარა
15 წრე ვირტუალურ ტრეკზე. ერთი კვირის თავზე ყველა მონაწილემ ხელმეორედ გაიარა იგივე ტესტი. შედეგად დეფექტური გენური წყობით
ტესტირებულებმა 20 პროცენტით უარესი შედეგები აჩვენეს ვიდრე დანარჩენმა. |