|
6 ნაბიჯი იაპონურ
ავტო-აუქციონზე ავტომობილის შესაძენად
1.
სისტემაში რეგისრაცია
2. საგარანტიო დეპოზიტი
3.
აუქციონი
4.
ანგარიშსწორება
5.
ტრანსპორტირება იაპონიიდან საქართველოში
6.
ავტომობილის
მიღება
1.
სისტემაში რეგისრაცია
carauction.ge-ს
ონლაინ სერვისებით სარგებლობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. ამას
რამოდენიმე წამი დასჭირდება. რეგისტრაციისათვის გადადით
ამ ბმულზე.
ვიდეო გაკვეთილი ”რეგისტრაცია”
▲
2.
საგარანტიო
დეპოზიტი
იაპონურ აუქციონებზე ფსონების
განსახორციელებლად აუცილებელია ”განზრახვის სერიოზულობის დამადასტურებელი დეპოზიტი”-ს
ჩარიცხვა ”ალტო მოტორსის” საბანკო ანგარიშზე. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის
დააჭირეთ
აქ....
▲
3.
აუქციონი
საგარანტიო
დეპოზიტის ჩარიცხვის შემდეგ
თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, განახორციელოთ ფსონები პირდაპირ იაპონურ
ავტო-აუქციონებზე. მაგრამ ვიდრე ფსონს დადებდეთ შეისწავლეთ სასურველი მოდიფიკიაციის
ავტომობილის საბაზრო ფასი. ამაში დაგეხმარებათ ”სტატისტიკის
სერვისი”. აქ მოიძიებთ ბოლო დღეებში გაყიდული ავტომობილების ფასებს და
ამ საფუძველზე შეძლებთ ოპტიმალური ფსონის განხორციელებას.
ვიდეო გაკვეთილი ”სტატისტიკა”
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი
ავტომობილების დასათვალიერებლად, დააჭირეთ ღილაკს
”ონლაინ
აუქციონი”,

აირჩიეთ სასურველი
მახასიათებლები და დააჭირეთ ღილაკს ”SEARCH”.

სისტემა გამოიტანს თქვენს მიერ
მითითებული მახასიათლების ავტომობილების ჩამონათვალს. აირჩიეთ ავტომობილი რომელიც
მაქსიმალურად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და დააჭირეთ ღილაკს ”ნახვა”

გამოსულ
ფანჯარაში დაინახავთ
ავტომობილის 2 ან 3 ფოტო-სურათს და აუქციონის ფურცელს.
აუქციონის ფურცლის
გასარჩევად გაეცანით სტატიას ”აუქციონის
ფურცელი”.
ავტომობილის საბოლოო
ღირებულების დასადგენად გამოიყენეთ ავტო-კალკულატორი რომლის ჩართვა შესაძლებელია
ღილაკით ”ღირებულების დაანგარიშება”

გამოსულ ფანჯარაში შესაბამის გრაფებში მიუთითეთ სავარაუდო ფსონის თანხა და
აუქციონის დასახელება

ავტო-კალკულატორი დაითვლის ავტომობილის ხარჯებს. გრაფაში ”საერთო ხარჯები იაპონიაში”
გენერირდება ყველა იაპონური ხარჯი, ხოლო გრაფაში ”საერთო ხარჯები ფოთის პორტამდე”
აისახება ყველა ხარჯი ავტომობილის ტრანსპორტირებისა და
”ალტო მოტორსი”-ს საკომისიოს ჩათვლით.

თუ გაინტერესებთ მანქანის საბოლოო საფასურის დადგენა განბაჟების ჩათვლით შესაბამის
გრაფებში მიუთითეთ ძრავის მოცულობა და გამოშვების წელი.

ფსონის დადებისათვის გრაფაში
”ფსონის დადება” ჩაწერეთ ფსონის ოდენობა და დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.

ფსონი ჩამოყალიბდება და
გადაიგზავნება ჩვენს სისტემაში. შემდგომ მას დაათვალიერებს ჩვენი მენეჯერი და იმ
შემთხვევაში თუკი ფსონის ავტორს ჩარიცხული აქვს
საგარანტიო
დეპოზიტი, მოახდენს მის
აქტივაციას იაპონურ აუქციონზე.
ვიდეო გაკვეთილი ”აუქციონები”
▲
4.
ანგარიშსწორება
მას შემდეგ რაც თქვენი ფსონი
გაიმარჯვებს, გამოგეგზავნებათ ინვოისი,
ინვოისში
მითითებული თანხა შეიცავს შემდეგ ხარჯებს:
·
ავტომობილის
სააუქციონო ღირებულება,
·
აუქციონის
მოსაკრებელი,
·
საექსპორტო
საბუთების გაფორმება,
·
საბუთების
გამოგზავნა,
·
ავტომობილის
აუქციონიდან გამოგზავნის პორტამდე
(იაპონია, ქალაქი იოკოჰამა)
ტრანსპორტირება,
·
კონტეინერში
დამაგრება
·
გემზე დატვირთვა
ინვოისის საფუძველზე თანხა უნდა
გადაირიცხოს
იაპონიაში მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.
ყველა
ხარჯის და მასთან დაკავშირებული მოქმედებების დეტალური ცხრილი იხილეთ განყოფილებაში
გასაწევი ხარჯები
▲
5.
ტრანსპორტირება იაპონიიდან საქართველოში
საკონტეინერო გადაზიდვას
იაპონიის პორტიდან ქ. ფოთის პორტამდე უზრუნველყოფენ
მსოფლიოში უდიდესი კომპანიები
”მაერსკ ლაინი”
და ”სი ემ ეი-სი ჯი ემ”.
ტრანსპორტირებას დაახლოებით 45 -50 დღე სჭირდება. ავტომობილის გამოგზავნის შემდეგ
ჩვენი მენეჯერი მოგაწოდებთ კონტეინერის ნომერს რომლის საშუალებით შეძლებთ გემის
მდებარეობის განსაზღვრას.
სატრანსპორტო კომპანიების ბმულები
MAERSK
CMA-CGM
გადადით ამ ბმულზე
და
შეიყვანეთ კონტეინერის ნომერი.
▲
6.
ავტომობილის
მიღება
გემის ფოთის პორტში შემოსვლამდე
დაახლოებით ერთი
კვირით ადრე უნდა გადაიხადოთ
ტრანსპორტირების საფასური. გემის შემოსვლის მეორე დღეს
თქვენ დაგიკავშირდებათ მენეჯერი და შეგატყობინებთ
ქ.
ფოთში
თქვენი გამგზავრების ზუსტ
თარიღს.
ბოლოს, დათქმულ დღეს ქალაქ ფოთში,
საკონტეინერო ტერმინალში
”ესპერანსი” გადმოგეცემაათ
ავტომობილი
და ყველა საჭირო დოკუმენტი.
გისურვებთ წარმატებებს.
▲▲
___________________________________________
დასაწყისში
|