ავტომობილების იმპორტი იაპონიიდან - ხშირად დასმული კითხვები
 
Tokyo Time
ონლაინ მენეჯერები
My status ლექსო  
My status თორნიკე
My status დათო
 

 ავტომობილის შეკვეთა


სიახლე
New Page 1

ყურადღება! 62 ავტო აუქციონიდან, გამოგზავნის პორტამდე ტრანსპორტირების საფასური   !
ვრცლად...


საიტის მენიუ

დახმარება
 

ტექნიკ. მხარდაჭერა


ოფიციალური ბლოგი
New Page 2


აქ იხილავთ:
.  კომპანიის სიახლეებს;
.  კლიენტების გამოხმაურებებს;
.  საინტერესო კომენტარებს;

და სხვა მრავალ ინფორმაციას.......


Block title

Block title

გამოსვლა


New Page 2

ხშირად დასმული კითხვები

კითხვა: - თქვენს საიტზე, განყოფილებაში ”ონლაინ-აუქციონი, მითითებულია მანქანა რომელის საწყისი ფასია 35 000 იენი ანუ დაახლოებით 400$, მართლა რეალურია ამ ფასადა მანქანის შეძენა?
პასუხი: - აუქციონზე საწყისი ფასი სიმბოლური ხასიათისაა და ავტომობილები გაცილებით  მაღალ ფასად იყიდება,  ამიტომ შეგიძლიათ საწყის ფასს ყურადღება საერთოდ არ მიაქციოთ.

კითხვა:- თუ საწყის ფასს ყურადღება არ უნდა მივაქციო მაშინ როგორ გავიგო რა დამიჯდება კონკრეტული მანქანის ჩამოყვანა?
პასუხი
:- აუქციონზე არ არის ფიქსირებული ფასები, ავტომობილით დაინტერესებული პირები აუქციონზე ანთავსებენ საკუთარ შეათვაზებას ანუ ფსონს, მანქანა რჩება  მას   ვისი ფსონიც ყველაზე მაღალი აღმოჩნდება. შესაბამისად თქვენც უნდა განათავსოთ ფსონი რომ შეძლოთ მანქანის შეძენა.

კითხვა
:- როგორ უნდა დავადგინო ოპტიმალური ფსონის ოდენობა?
პასუხი
:- იმისათვის რომ განახორციელოთ ოპტიმალური ფსონი, უნდა იცოდეთ კონკრეტული მოდიფიკაციის ავტომობილის საბაზრო ღირებულება იაპონიაში. ამის დადგენაში კი დაგეხმარებათ სრევისი ”სტატისტიკა”, სადაც შეძლებთ ბოლო პერიოდში გაყიდული ავტომობილების ფასების ნახვას.

კითხვა
:- ვისარგებლე სერვისით ”სტატისტიკა” და  დავადგინე რომ ჩემთვის საინტერესო მოდელი იაპონიაში საშუალოდ 215 000 იენად იყიდება, როგორ დავადგინო რა დამიჯდება ავტომობილი საქართველოში ჩამოტანის და განბაჟების ხარჯების ჩათვლით?
პასუხი
:-  საბოლოო ფასის ფორმირებაზე გარდა სააუქციონო ღირებულებისა (თქვენს შემთხვევაში 215 000 იენი) რამოდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად: აუქციონის დაშორება ჩვენი ტერმინალიდან რომელიც განთავსებულია ქალაქ კობეში (იაპონია), ძრავის მოცულობა და გამოშვების წელი. ამიტომ ყველაზე მოსახერხებელია ისარგებლოთ ”ავტო-კალკულატორით” რომელიც მისაწვდომია როგორც საიტის ზედა მენიუდან ისე ავტომობილის დეტალური დათვალიერების რეჟიმიდან. (” ღირებულების დაანგარიშება”)

კითხვა
:- შეიძლება თუ არა აუქციონის მსველობის დროს გავზარდო ფსონი? და ვხედავ თუ არა კონკურენტების ფსონებს?
პასუხი
:- კონკურენტების შეთავაზებები უცნობია, ფსონის განთავსება ხდება მხოლოდ ერთხელ, ამიტომ იგი მაქსიმალურად გააზრებული და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

კითხვა
:- ”ავტო-კალკულატორში” მითითებული თანხები ზუსტია თუ დასაშვებია გარკვეული ცდომილება?
პასუხი
:- მოგეხსენებათ რომ იაპონური იენის კურსი დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ განიცდის ცვლილებას, როგორც წესი ეს ცვლილება უმნიშვნელოა, (0,2 პუნქტიდან 1 პუნქტამდე) მაგრამ არსებობს შემთხვევები როცა ცვლილება დიდია (3-4 პუნქტი). ’ავტო-კალკულატორი” მუშაობს დაახლოებითი კურსით ამიტომ დასაშვებია რომ აშშ დოლარებში მითითებული თანხები შეიცავდეს მცირე უზუსტობას. თუ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტზე მითითებული ოფიციალური კურსებით და უფრო ზუსტად დაადგინოთ ავტომობილის საბოლოო ღირებულება.

კითხვა
:- ავტო-კალკულატორში, გრაფასში ”აუქციონი” აუქციონების ჩამონათვალის გვერდით მითითებულია რაღაც რიცხვები, თუ ეს შიდა გადაზიდვის ტარიფებია მაშინ ამიხსენით რატომ არის ასეთი განსხვავება ფასებში?
პასუხი
:- დიახ ეს აუქციონიდან ჩვენს ტერმინალამდე გადაზიდვის ტარიფებია.  იაპონური ავტო-აუქციონები განთავსებულია მთელი იაპონიის ტერიტორიაზე და ბუნებრივია რომ ისინი სხვადსხვა მანძილით არიან დაშორებული ჩვენი ტერმინალიდან რომელიც მდებარეობს იაპონიის საპორტო ქალაქ კობეში. შესაბამისად შიდა იაპონური გადაზიდვის ტარიფებიც განსხვავებულია.

კითხვა
:- აუქციონებზე მითითებულია მხოლოდ 2 ფოტო-სურათი, როგორ უნდა შევიძინო ისეთი მნიშვნელოვანი ნივთი როგორიც ავტომობილია მხოლდ ორი თანაც არც ისე ხარისხიანი სურათის საფუძველზე?
პასუხი
:- სურათების გარდა მითითებულია აგრეთვე ”აუქციონის ფურცელი”, ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და იგი ბევრად უფრო ინფორმატიულია ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც რამოდენიმე მაღალხარისხიანი ფოტო-სურათი. ”აუქციონის-ფურცელი” არის უმაღლესი კლასის ექსპერტთა მიერ შესრულებული ექსპერტიზის დასკვა რომლის მსგავსის ჩატარება მაგალითად საქართველოში თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. ”აუქციონის-ფურცლში” მითითებული მონაცემების ობიექტურობა უმკაცრესად კონტროლდება იაპონიის სახელმწიფო ორგანოების მიერ რადგან, აუქციონებზე მონაწილეობას ღებულობს კლიენტები მთელი მსოფლიოდან, შესაბამისად ”აუქციონის-ფურცელში” დაშვებული უზუსტობა სახელმწიფოს პრესტიჟზე აისახება.

კითხვა
:- ”აუქციონის-ფურცელზე” ვერაფერი გავარკვიე, იაპონურად კითხვა არ ვიცი, შეგიძლიათ,  რომ უფრო გასაგები ინფორმაცია მომცეთ?
პასუხი
:- ”აუქციონის-ფურცელში” მითითებული ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს კომპლექტაციისა და დეფექტების აღმნიშვნელი პირობითი აღნიშვნები. დაწვრილებით ინფორმაციას ამ აღნიშვნების შესახებ მიიღებთ განყოფილებაში ”აუქციონის-ფურცელი”

კითხვა
:- განვახორციელე ფსონი და მოვიგე ავტომობილი, მაგრამ თქვენგან არავითარი შეტყობინება არ მიმიღია. ამიხსენით რაშია საქმე?
პასუხი
:- სავარაუდოდ თქვენ არ შემოგიტანიათ ”განზრახვის სერიოზულობის დამადასტურებელი დეპოზიტი” , შესაბამისად თქვენს მიერ განხორციელებულ ფსონებს სიტემა იგნორირებას უკეთებს. ფსონის აუქციონზე გასააქტიურებლად აუცილებელია ჩვენს ანგარიშზე დეპოზიტის ჩარიცხვა. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.

კითხვა
:- წარუმატებელი ფსონის განხორციელების შემთხვევაში აკლდება თუ არა რაიმე თანხა ჩემს დეპოზიტს?
პასუხი
:- ჩვენთან ფსონის განთავსება აბსოლუტურად უფასოა.

კითხვა
:- შემიძლია თუ არა თქვენი კომპანიის გვერდის ავლით, დამოუკიდებლად მივიღო მონაწილეობა აუქციონზე?
პასუხი
:- ეს შესაძლებელია, ოღონდ ამისათვის იაპონიაში უნდა გაემგზავროთ და შეიძინოთ დილერის ლიცენზია, რომლის მოპოვებაც საკმაოდ რთულია. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ლიცენზია გაქვთ თქვენ შეძლებთ მხოლოდ ერთ აუქციონზე ფიზიკურად ყოფნას, შესაბამისად არჩევანიც შეზღუდული გექნებათ (ჩვენს სისტემაში გაერთიანებულია 107 აუქციონი).

კითხვა
:- ”ავტო-კატალოგში” დავათავლიერე მანქანების სურათები და სპეციფიკაციები, მაგრამ ფასებმა ძალიან გამაოცა, რატომ არის ეს მანქანები ასე ძვირი?
პასუხი
:- ”ავტო-კატალოგი” არის ავტომობილების ზოგადი ცნობარი, მასში მითითებულია ზოგადად ამა თუ იმ მოდელის მახასიათებლები და ავტომობილის გამოშვების დღისათვის (ანუ ახალი ავტომობილის) დადგენილი გასაყიდი საბაზო ვერსიის ფასი. კონკრეტული მანქანების ასარჩევად გამოიყენეთ სერვისი ”ონლაინ-აუქციონი”.

კითხვა
:- როგორ გავიგო ჩემმა ფსონმა გაიმარჯვა თუ არა?
პასუხი
:- აუქციონის დასრულების შემდეგ სისტემაში აისახება თუ რა ფასად გაიყიდა კონკრეტული ავტომობილი. თუ მითითებული თანხა ნაკლებია ან ემთხვევა  თქვენს მიერ განხორციელებულ ფსონს მაშინ გამარჯვებულია თქვენი ფსონი. ამის შესახებ შეტყობინება მოგივათ ასევე ელექტრონული ფოსტით.

კითხვა
:- როდის უნდა გადავიხადო მანქანის საფასური?
პასუხი
:- აუქციონის მოგების დღეს მიიღებთ ინვოისს რომელშიც მითითებულია ავტომობილის ღირებულება იაპონიის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების და კონტეინერში ჩატვირთვის ხარჯების ჩათვლით. ინვოისის საფუძველზე უნდა გადარიცხოთ აღნიშნული თანხა აუქციონის ანგარიშზე იაპონიაში, არაუგვიანეს ორი დღისა, ხოლო იაპონიიდან საქართველოში ტრანსპორტირების და ”ალტო მოტორსის” საკომისიოს გადაიხდით ავტომობილის ფოთის პორტში შემოსვლამდე ერთი კვირით ადრე. რა თქმა უნდა ჩაგეთვლებათ უკვე შემოტანილი დეპოზიტი.

კითხვა
:- შემიძლია თუ არა განვახორციელო ფსონი უშუალოდ აუქციონის დღეს?
პასუხი
:- ფსონი უნდა განხორციელდეს აუქციონის დაწყების წინა დღით. ეს განპირობებულია იაპონიასა და საქართველოს დროში განსხვავებითა და იმით რომ თქვენმა ფსონმა უნდა გაიაროს გარკვეული მონიტორინგი ამას კი დრო ესაჭიროება.

კითხვა
:- მიუხედავად იმისა რომ გავეცანი სტატიას ”აუქციონის ფურცელი” მაინც მაქვს შიში რომ ფსონი არ გავაკეთო ისეთ მანქანაზე რომელსაც პრობლემები აქვს ძრავში ან გადაცემათა კოლოფში. როგორ მოვიქცე რომ ეს შეცდომა არ გამეპაროს?
პასუხი
:- თქვენ შეგიძლიათ წინასწარ შეუთანხმდეთ მენეჯერს და ჩვენ გადავამოწმებთ თქვენს ფსონს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდობის ალბათობა .

კითხვა
:- არის თუ არა იაპონიაში მარცხენა საჭიანი მანქანები და თუ არის როგორ მოვძებნოთ ისინი აუქციონებზე?
პასუხი
:- მარცხენა საჭიანი მანქანები იაპონიაში ძალიან ბევრია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს სისტემას არ გააჩნია ამ პარამეტრით ძიება. ამიტომ უნდა დაკვირდეთ სურათებს. იაპონური წარმოების ავტომობილები მარცხენა საჭით ძალიან დიდი იშვიათობაა სამაგიეროდ ბევრია ევროპული და ამერიკული წარმოების.

კითხვა
:- სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება ვისარგებლო თქვენი სისტემით და დამოუკიდებლად ავარჩიო ავტომობილები აუქციონზე. შეგიძლიათ თუ არა დამეხმაროთ სასურველი ავტომობილის შეძენაში.
პასუხი
:- რა თქმა უნდა შეგვიძლია, ამისათვის საკმარისია შეავსოთ საიტზე განთავსებული ფორმა ”ავტომობილის შეკვეთა” ან უბრალოდ დარეკოთ ან მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და აგვიხსნათ რა მომაცემების და ფასის ავტომობილის შეძენას გეგმავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა.

კითხვა
:- ვთქვათ რაღაც ვერ გავიგე სისტემის ფუნქციონირებაში, გაქვთ თუ არა დახმარების სერვისი?
პასუხი
:- ჩვენი მენეჯერები მისაწვდომი არიან როგორც ინტენეტის ისე ტელეფონის საშუალებით იხილეთ კონტაქტები. ასევე ძალიან მოსახერხებელია ვიდეო-დახმარების განყოფილება სადაც ვიდეო გაკვეთილების სახით განხილულია სისტემის ყველა არსებული სერვისი.

კითხვა
:- მე ავტო-დილერი ვარ, მომეწონა თქვენი საიტი და მინდა ვისარგებლო თქვენი მომსახურებით. მექნება თუ არა რაიმე შეღავათები თუკი რეგულარულად შევიძენ ავტომობილებს თქვენი სისტემის საშუალებით.
პასუხი
:- ავტო დილერებისათვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, ასევე ჩვენს ვებ-საიტზე ვამზადებთ სპეციალურ განყოფილებას ავტო-დილერთათვის, რომელზე შეღწევა მოხდება სპეციალური პაროლით. აქ განთავსებული იქნება ბვერი საინტერესო წინადადება იმათთვის ვინც ავტო-ბიზნესით არის დაკავებული. პირობების და სპეციალური წინადადებების განხილვისათვის გთხოვთ გვეწვიოთ ოფისში.

კითხვა
:- რა პასუხისმგებლობებს იღებს თქვენი კომპანია, მაქვს თუ არა იმის გარანტია რომ მანქანა უავარიო იქნება და არ ექნება პრობლემები ძრავსა და გადაცემათა კოლოფში, ასევე მაინტერსებს რამდენად გარანტირებულად ჩამოვა მანქანა დათქმულ ვადაში?
პასუხი
:- ირველ რიგში გვინდა ზუსტად გაიგოთ ჩვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისის არსი. ჩვენი კომპანია ასრულებს ”აგენტის” მოვალეობას, ანუ საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ უნიკალური შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ მონაწილეობა იაპონიის უმსხვილეს ავტო-აუქციონებზე.  ავტომობილის შეძენის შემდეგ კი ჩვენ უზრუნველვყობთ ავტომობილის ტრანსპორტირებას საქართველოში.
როგორც ზემოთ ითქვა ”აუქციონის ფურცელში” ზედმიწევნით არის აღწერილი ავტომობილის ყველა დაზიანება შესაბამისად მათ შორის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის. რაც შეეხება ტრანსპორტირების ვადებს. ოპერაციის ყველა ეტაპს ასრულებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები: იაპონური გადამზიდავი კომპანია ახორციელებს გადაზიდვას იაპონიის ტერიტორიაზე ხოლი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილის იაპონიიდან საქართველოში ტრანსპორტირებას. ამ ორგანიზაციების პასუხისმგებლობები დაფიქსირებულია ჩვენს კომპანიასთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებებში. ამიტომ ჩვენი კლიენტები უნდა ითავისებდნენ იმ გარემოებას რომ კომპანია ”ალტო მოტორსი” ვერ გახდება ერთპიროვნული პასუხისმგებელი ყველა იმ ქმედებაზე რასაც ითვალისწინებს ავტომობილის შეძენის მრავალეტაპიანი პროცედურა. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინტერსებს და მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის რომ თქვენ დროულად და დაუზიანებლად ჩაგაბაროთ თქვენი კუთვნილი ავტომობილი.

კითხვა
:- გეგმავთ თუ არა საიტზე სერვისების დამატებას?
პასუხი
:- ჩვენი პროგრამისტები გამუდმებით მუშაობენ იმისათვის რომ სისტემით სარგებლობა უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გახადონ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვირტუალური ”პირადი კაბინეტების” დანერგვას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს გააკონტროლოს მის მიერ განხორციელებული ფსონები, მიიღოს და გააგზავნოს შეტყობინებები და ასე შემდეგ. ეს სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება ავტო-დილერებისათვის.   

 

 

 

 

 

 

 

კონტეინერი
შეამოწმეთ კონტეინერის ადგილმდებარეობა
Maersk Line
კონტეინერი:
ZIM
კონტეინერი:
MSC
კონტეინერი:
CMA CGM
კონტეინერი:

ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეიტყვეთ ჩვენი საიტის შესახებ
სულ პასუხი: 1217

გაუზიარე სხვას

analytics

New Page 1
კომპანია ”ალტო მოტორსი”, ზაზა ბენდელიანის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო
ტელ: +(995 32) 30 90 60
მობ: +(995 77) 45 20 54 +(995 97) 45 20 54
Email: info@carauction.ge