ავტომობილების იმპორტი იაპონიიდან - აუქციონის ფურცელი
 
Tokyo Time
ონლაინ მენეჯერები
My status ლექსო  
My status თორნიკე
My status დათო
 

 ავტომობილის შეკვეთა


სიახლე
New Page 1

ყურადღება! 62 ავტო აუქციონიდან, გამოგზავნის პორტამდე ტრანსპორტირების საფასური   !
ვრცლად...


საიტის მენიუ

დახმარება
 

ტექნიკ. მხარდაჭერა


ოფიციალური ბლოგი
New Page 2


აქ იხილავთ:
.  კომპანიის სიახლეებს;
.  კლიენტების გამოხმაურებებს;
.  საინტერესო კომენტარებს;

და სხვა მრავალ ინფორმაციას.......


Block title

Block title

გამოსვლა


 
 
auction list

როგორ წავიკითხოთ აუქციონის ფურცელი?

 

იაპონურ ავტო-აუქცინებზე ავტომობილის დეფექტების აღსანიშნავად მიღებულია პირობითი აღნიშვები. ასევე არსებობს ქვე-შეფასებები. USS -ის აუქციონებზე ავტომობილის საერთო მდგომარეობა ციფრებით აღინიშნება, სალონის  მდგომარეობას კი ასოებით. მაგალითად "4В", "3,5С". ზოგიერთ აუქციონებზე მიღებულია 2 ქვე-შეფასება. რომელთაგან პირველი აღნიშნავს ავტომობილის გარეგან მდგომარეობას მერე კი სალონის მდგომარეობას. მაგალითად  "4ВВ", "3,5СВ". აუქციონის შეფასსება არის მთავარი ფაქტორი რომელიც განაპირობებს ავტომობილის საბოლოო ღირებულებას.    

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ყველა ავტომობილი გადის ექსპერტიზას. რის შედეგადაც დგინდება ავტომობილის გარბენი, პირველი რეგისტრაციის თარიღი და ივსება ეგრედ წოდებული”აუქციონის ფურცელი” რომელშიც გრაფიკული და ტექსტური ფორმით ასახულია მანქანის ყველა ოპცია და დეფექტი. აუქციონის ფურცელს თან ერთვის ფოტოსურათები

 

განვიხილოთ აუქცონის ფურცელი 2001 წელს წარმოებული  TOYOTA CHASER-ის მაგალითზე.

 

   

* -იაპონიაში წელთაღრიცხვა იწყება ბოლო იმპერატორის ტახტზე ასვლის წლიდან.  უკანასკნელი მმართველი იმპერატორის ეპოქა დაიწყო 1988 წელს, მაშასადამე აუქციონის ფურცელში მითითებული 13 წელი ჩვენი კალენდრით ნიშნავს 2001წელს.

** -იაპონიაში ყველა ახალი ავტომობილი იყიდება 3 წლიანი ეგრედ წოდებული ”ვარგისიანობსის გარანტიით” (”სიაკენ”, ტექ. დათვალიერება). 3 წლის შემდეგ ”ვარგისიანობსის გარანტია” უნდა იქნეს განახლებული რაც დაახლოებით 1500$ ჯდება, ასეთი გარანტიის არსებობა საგრძნობლად ზრდის მანქანის ფასს. ”სიაკენ”-ის ვადა 2 წელია, ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ისევ უნდა განახლდეს. 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილის ”ვარგისიანობსის გარანტია” ახლდება ყოველწლიურად. სწორედ ამის გამოა რომ იაპონიის გზებზე 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილს თითქმის ვერ შეხვდებით.    

*** - გრაფაში შემოხაზული მარცხენა წარწერა ნიშნავს რომ ავტომობილი მუშაობს ბენზინზე ხოლო მარჯვენა დიზელის საწვავს აღნიშნავს.

**** - AT, FAT, FA, A/T, F/A, FA/T - აღნიშნავს ავტომატურ გადაცემათა კოლოფს. MT, F4, F5 - აღნიშნავს მექანიკურ გადაცემათა კოლოფს სადაც ციფრი მიუთითებს გადაცემათა რიცხვს.  

***** - შემოხაზულია მარცხენა წარწერა - არის სერვისის წიგნი, შემოხაზულია მარჯვენა - არ არის სერვისის წიგნი.  სერვისის წიგნში აღნიშნულია ყველა შესრულებული სერვისული სამუშაო (ზეთის, ღვედის და სხვა გამოცვლა)

 

აუქციონის ფურცელში მითითებული ავტომობილის შეფასებების მნიშვნელობები

 

S    ავტომობილის რეგისტრაციის შემდეგ გასულია არა უმეტეს 12 თვისა (რეგისტრეციის პირველი წელი), არ საჭიროებს ექსტერიერისა და ინტერიერის არავითარ რემონტს. შესაძლებელია ავტო-სალონში გასაყიდად გატანა.

 

  ავტომობილის რეგისტრაციის შემდეგ გასულია არა უმეტეს 24 თვისა, არ საჭიროებს ექსტერიერისა და ინტერიერის არავითარ რემონტს. შესაძლებელია ავტო-სალონში გასაყიდად გატანა.

 

5    ავტომობილის კონდიცია ძალიან ახლოს არის შეფასებასთან 6 (თითქმის ახალი), პრაქტიკულად არ საჭიროებს კოსმეტიკურ შესწორებებს.

 

4.5    ავტომობილის კონდიცია ძალიან ახლოს არის შეფასებასთან 5, შესაძლებელია საჭიროებდეს ძალიან უმნიშვნელო კოსმეტიკურ შესწორებას, (მცირე ნაკაწრების პოლირება, ჭუჭყისგან გაწმენდა), მცირე შეღებვას ან ინტერიერის მცირე რემონტს.

 

4    შესაძლებელია საჭიროებდეს ძარის რემონტს ცოტათი უფრო მეტს ვიდრე მანქანა 4,5 შეფასებით, იშვიათად შეიძლება საჭიროებდეს დაზიანებული ან გაუმართავი დეტალების რემონტს.  

 

3.5    ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს შესამჩნევი დაზიანებები, როგორც წესი შესამჩნევი ნაკაწრები ან რამოდენიმე მცირე შეჭეჭყილობა. შესაძლებელია ავტომობილს ჩატარებული ჰქონდეს ძარის რემონტი, მაგალითად შეცვლილი ჰქონდეს ძარის რომელიმე ელემენტი. იმ შემთხვევაში თუ მანქანა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და მაინც შეფასებულია 3,5 ბალით ეს შეიძლება განპირობებული იყოს 100 000 კმ-ზე მეტი გარბენით.

 

3    შესამჩნევია ნაკაწრები და სხვა დაზიანებები, მაგრამ თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია, მაშინ სავრაუდოდ შეფასება 3 -განპირობებულია 150 000 კმ-ზე მეტი გარბენით.

 

2    ავტომობილი შეიძლება საჭიროებდეს ძარის, სავალი ნაწილის ან ძრავის რემონტს. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ძარის კოროზიას. შეიძლება არ მუშაობდეს სპიდომეტრის მრიცხველი. ძარის და ინტერიერის საგრძნობი დაზიანება.

 

1    ძრავი ჯერ კიდევ მუშაობს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ავტომობილს გადაადგილება შეუძლია მას სჭირდება კაპიტალური რემონტი.

 

 

R    აღდგენილია ავარიის შემდეგ

 

RA    აღდგენილია მძიმე ავარიის შემდეგ

 

R1    R და 1 შეფასებების ერთობლიობა

 

RA1    RA და 1 შეფასებების ერთობლიობა

 

 

*** - აღუდგენელი ავტომობილი. გამოდგება ნაწილებად.

 

 

ხშირად აუქციონებზე გვხვდება ავტომობილები რომლებსაც აქვს საკმაოდ მაღალი შეფასება (3,5-4) მაგრამ შეცვლილი აქვთ რომელიმე ელემენტი (ХX - replaced, შეცვლიია). როგორც წესი ეს არა ავარიის, არამედ არასწორი მანევრირების შედეგია. მაგალითად პარკირებისას ან სხვა, რაც თითქმის ვერ ახდენს გავლენას აუქციონის ფასზე. 

ციფერბი რომლებიც გამოსახულია საბურავების შიგნით ან მის გვერდით აღნიშნავს პროტექტორის სიმაღლეს მილიმეტრებში.

 

დაზიანებების აღნიშვნები

 

შეღუნულობები ძარაზე

 

U1 შეღუნულობის ზომა 1х1სმ ზე ნაკლებია.  შეღუნულობა თითქმის შეუმჩნეველია.

U2 შეღუნულობის ზომა 1х1სმ ზე ოდნავ მეტი. შეღუნულობა ოდნავ შესამჩნევია.  

U3 შესამჩნევი შეღუნულობა, ზომა 2х2სმ ოდნავ მეტი.

U4 შეღუნულობის ზომა 20х20 სმ-ზე მეტია.

U5 შეღუნულია მთელი პანელი ან უფრო მეტი. საჭიროებს შეცვლას.

 

ნაკაწრები ძარაზე

 

А1 სიგრძით 5 სანტიმეტრზე ნაკლები.

А2 სიგრძით 10 სანტიმეტრზე ნაკლები., ფარავს პანელის 1/4 ზე ნაკლებს.

А3 სიგრძით 20 სანტიმეტრზე ნაკლები., ფარავს პანელის 1/2 ზე ნაკლებს.

А4 სიგრძით 20 სანტიმეტრზე მეტი, ფარავს პანელის 1/2 ზე მეტს.

А5 მთლიანად ფარავს პანელს.

Р აუცილებელია შეღებვა

 

რემონტი და შეღებვა

 

W1 კვალიფიცირებბულად შესრულებული რემონტი, პრაქტიკულად შეუმჩნეველია რემონტის კვალი.

W2 სამღებრო სამუშაოების კვალი ოდნავ შესამჩნევია.  როგორც წესი რემონტი შესრულებულია საკმაოდ კვალიფიცირებულად.

W3 სამღებრო სამუშაოების კვალი შესამჩნევია. შესაძლებელია საჭიროებდეს განმეორებით რემონტს.

 

სხვა დეფექტები

 

S  ჟანგი

C  კოროზია

 

მინა

 

G1 ქვის ნაკვალები.

G2 შუშის გამწმენდის კვალი

G3 ნაკაწრი.

GS ბზარი, განუსაზღვერილი ზომის.

 

დეტალების შეცვლა

 

Х   ძარის ნაწილი საჭიროებს შეცვლას.

XX ან ძარის ელემენტი შეცვლილია

 

ინტერიერის შეფასება

 

A - საუკეთესო მდგომარეობა, პრაქტიკულად უნაკლო, თითქმის ახალი.

B - კარგი მდგომარეობა, შესაძლებელია უმნიშვნელო დაბინძურება.

C - ნორმალური მდგომარეობა, უმნიშვნელო ჭუჭყი (ოდნავ მეტი ვიდრე В შეფასებისას), შესაძლებელია იყოს მცირე ზომის ლაქები ან სიგარეტით გამოწვეული მცირე ამონაწვავები.

D - სალონის ცუდი მდგომარეობა, სალონი ჭუჭყიანია, შესაძლებელია დაზიანებული იყოს სალონის მოპირკეტება, აგრეთვე იყოს სიგარეტით გამოწვეული ამონაწვავები.

 

 

Grade              შეფასება

YEAR             გამოშვების წელი

MODEL          მოდელი

ENGINE         ძრავი

Style                ძარა

4SD                 4 კარი / სედანი

4HT                 4 კარი/ ჰარდტოპი

2CP                 2 კარი / კუპე

5W                  5 კარი / უნივერსალი

5HW               ავტობუსი მაღალი სახურავით

5V                   ავტობუსი

2T                   სატვირთო

MILEAGE       გარბენი

BODY COLOR ძარის ფერი

T/M Transmission გადაცემათა კოლოფი

FA                   გადაცემათა კოლოფი იატაკზე

5F                   მექანიკური 5 სიჩქარანი გადაცემატა კოლოფი იატაკზე

4F                   მექანიკური 4 სიჩქარანი გადაცემატა კოლოფი იატაკზე

AC                  ავტომატური გადაცემათა კოლოფის ”კულისა”

AC                  კონდიციონერი

AAC               ავტო კონდიციონერი (კლიმატ კონტროლი)

WAC              ორმაგი კონდიციონერი

EQUIPMENT მოწყობილობა

PS                   საჭის ჰიდროგამაძლიერებელი

PW                  შუშის ელექტროამწეები

ST                   სტერეო-მაგნიტოლა

CD                  СD-დისკწამკითხი

SR                   ლუქი

AB                  უსაფრთხოების ბალიშები

AW                 ჩამოსხმული (ალუმინის) დისკები

ABS                სამუხრუჭე სისტემა

NV                  ნავიგაცია

TV                   ტელევიზორი

LS                   ტყავის სავარძლები

 

ტერმინები და აბრევიატურები

 

FF                   წინა წამყვანი, ძრავი განლაგებულია წინ

FR                   უკანა წამყვანი, ძრავი განლაგებულია წინ

RR                   უკანა წამყვანი, ძრავი განლაგებულია უკან

4WD               ყველა წამყვანი

MID                უკანა წამყვანი, ძრავი განლაგებულია შუაში

AT                   ავტომატური გადაცემათა კოლოფი

MT                  მექანიკური გადაცემათა კოლოფი

CVT                ვარიატორული გადაცემათა კოლოფი

D                     დიზელი

G                     ბენზინი

კონტეინერი
შეამოწმეთ კონტეინერის ადგილმდებარეობა
Maersk Line
კონტეინერი:
ZIM
კონტეინერი:
MSC
კონტეინერი:
CMA CGM
კონტეინერი:

ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეიტყვეთ ჩვენი საიტის შესახებ
სულ პასუხი: 1217

გაუზიარე სხვას

analytics

New Page 1
კომპანია ”ალტო მოტორსი”, ზაზა ბენდელიანის ქუჩა 1, თბილისი, საქართველო
ტელ: +(995 32) 30 90 60
მობ: +(995 77) 45 20 54 +(995 97) 45 20 54
Email: info@carauction.ge